ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ იანქოშვილი და 1990 წელს დაბადებული გიორგი მათიაშვილი.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2011 წლის 24 იანვარს, დაბა წყენეთში, ურთიერთშელაპარაკების დროს ნიკოლოზ იანქოშვილმა ,,მაკაროვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლა 1986 წელს დაბადებული მიხეილ ავთანდილის ძე კვარაცხელია, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ასევე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია გიორგი მათიაშვილი.
ამოღებულია მკვლელობის იარაღი ექვსი ვაზნით. დაკავებულებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108, 236-ე და 376-ე მუხლებით.