სოჭის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის შესაქნელად გამოყოფილი თანხების გაფლანგვის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ოლიმპიადის ინფრასტრუქტურას კორპორაცია "ოლიპსტროი" აწარმოებდა. თუმცა ამ კომპანიის ხელმძღვანელობა 23 მილიონ რუბლზე მეტი თანხის მითვისებასა და კორუფციაში დაადანაშაულეს.
გამოძიებას კრასნოდარის მხარის სამმართველოს საგამოძიებო კომიტეტი აწარმოებს. კორპორაცია "ოლიმპსტროის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის 6 საქმე აღიძრა. ცნობილი ხდება ისიც, რომ თანამდებობა "ოლიმპსტროის" გენერალურმა დირექტორმა უკვე დატოვა.
ცნობისთვის, რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, რომ 2007-2010 წლებში ეჭვმიტანილმა პირებმა კანონის დარღვევით 23 მილიონ რუბლზე მეტი მიითვისეს.
მასალის გამოყენების პირობები