ოფიციალური სტატისტიკით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სარჩელების 28 % რუსეთის წინააღმდეგ მოდის.
ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს სასამართლოს მდივანმა როდრიკ ლიდერმა განუცხადა.
"პირველი ხუთი ქვეყანა, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლოში 60 %-ზე მეტი სარჩელი განიხილება რუსეთი, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და უკრაინა არიან", - განმარტა სტრასბურგის სასამართლოს მდივანმა.
ამასთან, მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით ამ ქვეყნების წინააღმდეგ სასამართლოში 7 %-ით მეტი სარჩელია შესული.