დროებით ოკუპირებულ ლუჰანსკში საოკუპაციო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მანოლის პილავოვი ააფეთქეს.
მედიის ცნობით, აფეთქება 3 ივლისს, შუადღისას, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მოხდა.
ე.წ. „ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობაში“ განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
მოგვიანებით, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანოლის პილავოვი, რომელიც ოკუპირებული ლუჰანსკის ე.წ. „ადმინისტრაციას“ 2014 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა, დაიღუპა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლის კარის უკან იყო დამონტაჟებული.