დღეს, დაახლოებით დილის 9 საათზე, რუსეთის შეიარაღებული ძალები დრონებით თავს დაესხა ქალაქ პოლტავას. ერთ-ერთი დარტყმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა პოლტავის დასაქმებისა და სოციალური დახმარების ტერიტორიული ცენტრის შენობაში.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ კიდევ ერთი დარტყმის გამო, ცენტრთან ახლოს ხანძარი გაჩნდა კერძო საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე.
„სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქეებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები, ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება და დამატებით გახდება ცნობილი“, - განაცხადეს გენერალურ შტაბში.