პენტაგონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აწვდის.
ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დეპარტამენტი ყურადღებით განიხილავს და ცვლის თავის მიდგომას ამ მიზნის (ომის დასრულების) მისაღწევად, აშშ-ის სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და თავდაცვის პრიორიტეტების შენარჩუნებით“, - განაცახდა პარნელმა.
მან დასძინა, რომ ეს მიმოხილვა ტარდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება შეესაბამებოდეს აშშ-ის თავდაცვის პრიორიტეტებს.
„ჩვენ არ გავასაჯაროვებთ ზუსტად რამდენი იარაღი ან რა ტიპის იარაღი გადაგვაქვს უკრაინაში, ან ზუსტად როდის ხდება ეს. თუმცა, თავდაცვის მდივანი გააგრძელებს პრეზიდენტისთვის რეკომენდაციების მიწოდებას უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად", - აღნიშნა პესსპიკერმა.
პარნელის თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს იმის ზუსტ შეფასებას, თუ რა საბრძოლო მასალა სად იგზავნებოდა.
ამავდროულად, მან არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად რა იარაღს ეხება ეს გადახედვა, როდის დასრულდება ის და კიდევ რომელ სხვა ქვეყნებს შეეხება.
ცნობილია, რომ შეერთებული შტატები ასევე სამხედრო აღჭურვილობის მიმწოდებელია ისრაელისა და ტაივანის.