აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ნაწილის შეჩერების შესახებ ეხებოდა იმ იარაღსაც, რომელიც პოლონეთის ტყერიტორიაზე იყო. ამის შესახებ The Wall Street Journal ტრამპის ადმინისტრაციისა და კონგრესის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ადრე გამოაცხადეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ, რადგან შიშობენ, რომ პენტაგონის საკუთარი მარაგი ზედმეტად შემცირდა.
დასავლელი ჟურნალისტების ცნობით, დროებით შეჩერდება კიევში ზოგიერთი საზენიტო რაკეტისა და სხვა მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის მიწოდებაც.
დასავლური მედიის ცნობით, შეჩერებულია Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის ათობით რაკეტის, რამდენიმე ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის, 100-ზე მეტი Hellfire რაკეტის, GMLRS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის 250-ზე მეტი ჭურვის, რამდენიმე ათეული Stinger-ის „მიწა-ჰაერის“ რაკეტისა და AIM „ჰაერი-ჰაერის“ რაკეტების, ასევე ყუმბარმტყორცნების მიწოდება.