ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ, არ ნიშნავს სამხედრო დახმარების სრულ შეწყვეტას.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ არ შეგვიწყვეტია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ეს არის ერთი ასპექტი, ერთი სიტუაცია, ერთი მოვლენა, რომელიც შეიცვალა. როგორც თავდაცვის დეპარტამენტისგან გსმენიათ, უკრაინაში ვითარებისა და იარაღის მიწოდების ირგვლივ ბევრი სხვა ძლიერი ვარიანტი და ძალისხმევა არსებობს“, - თქვა მან.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება Patriot-ის რაკეტებთან დაკავშირებული გარემოებების მიმართ“.
ბრიუსმა დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის დახმარების სრულად შეწყვეტაზე საუბარი არ არის.
„ეს არის ერთი მოვლენა ერთ სიტუაციაში და ჩვენ განვიხილავთ, თუ რა მოხდება შემდეგ“, - განაცხადა მან.
ცნობისათვის, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის გარკვეული იარაღის მიწოდებას აჩერებს.
აღინიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივნისში იქნა მიღებული, თუმცა ძალაში მხოლოდ ახლა შევიდა.