ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, კაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა.
ადგილობრივების თქმით, მკვლელობას წინ მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება სავარაუდო დამნაშავესაც. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მას გამოჯანმრთელების შემდეგ დააკავებენ.