პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, რომ მან "ქართული ოცნების" ახალი განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან "გააგდო", როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
მანამდე გახარიამ მიქანაძის "ნაციონალურ მოაძრაობასთან" კავშირზე ისაუბრა.
"ნაცები თქვენთან არიან კაცო, მიქანაძე გყავდათ იქ... ნაცები არ მოგწონთ ხომ? ნაცებს რომ გახსენებენ, ეგ არ მოგწონთ... შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი მაშინ გავაგდე პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობიდან და ჰკითხეთ მიქანაძეს რატომ გავაგდე. ჯობია ეგეთი კითხვები არ დამისვათ თორემ..." - განაცხადა გახარიამ.