ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შიხლინსკი ძ,ბ საფაროვების სისხლის ამართლის საქმეზე მოწმის სტატუსით საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ ოფისში იყო გადაყვანილი.
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერის, შაჰინ შიხლინსკი დაკავების შესახებ ცნობები აზერბაიჯანულმა მედიამ გუშინ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, დაკავებისას სამართალდამცველებმა შიხლინკსის მანქანის მინა ჩაამტვრიეს, შიხლინკსი ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, მიწაზე დააგდეს და ხელბორკილები დაადეს.