ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი დააკავეს.
აზერნაიჯანული მედიის ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რუსეთის უსაფრთხოების ძალების სასტიკი თავდასხმის კადრები შიხლინსკიზე.
ვიდეოში ჩანს, როგორ მირბიან სპეცრაზმელები მანქანასთან და მინას ამსხვრევენ. შიხლინსკი ძალით გადმოყავთ მანქანიდან და მიწაზე აგდებენ. აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ დიასპორის წარმომადგენლებს სპეცრაზმისთვის აგრესიის მიზეზი არ მიუციათ.
რუსეთს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.