პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოები 32 მსჯავრდებულის განაცხადს განიხილავენ.
მათ შორისაა ორი პატიმარი ქალბატონის საქმეც.
ამ ეტაპზე არასრულწლოვანთა საკითხზე საუბარი არ იქნება. სულ განსახილველად 283 საქმე შევიდა, საიდანაც მიზანშეწონილად საბჭოებმა მხოლოდ 32-ს განხილვა გადაწყვიტეს.
"მუშაობის შედეგად საბჭოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზეპირი მოსმენით განიხილავენ 32 მსჯავრდებულის საქმეს. აქედან, აღმოსავლეთის საბჭო განიხილავს 23 საქმეს, დასავლეთის კი 9 მსჯავრდებულის საქმეს, 23-დან 2 მსჯავრდებული ქალბატონია. გადაწყვეტილებას საბჭო მუშაობის პერიოდში მიიღებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში მსჯავრდებულები უახლოეს პერიოდში დატოვებენ სასჯელ-აღსრულების დაწესებულებებს", - განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა იურიდიული დახმარების საკითხთა პრეს-სამსახურის უფროსმა თეა სუხიშვილმა.