ევროსასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვა დღეს ქართველო მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
კვირის ბოლომდე რუსი მოწმეები და ექსპერტები დაიკითხებიან. მოსკოვიდან დეპორტირებული 10 ქართველი სტრასბურგის სასამართლოში გვიან ღამემდე იმყოფებოდა.
"სხდომა საკმაოდ რეგულარული იყო. მძიმე იყო იმ თვალსაზრისით, რომ მძიმე ფაქტებზე გვიწევს საუბარი. საუბარია ადამიანების ბედზე, ზოგ შემთხვევაში სიცოცხლის უფლებაზე და არაჰუმანურ მოპყრობაზე. ვფიქრობ, რომ დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. დეტალურად საუბრის საშუალება არ გვაქვს, თუ რა არგუმენტები და პოზიცია დაფიქსირდა მხარეების მხრიდან", - განაცხადა გუშინ გამართული სასამართლოს დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა,
პროცესი "საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ #1" სტრასბურგის სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში მიმდინარეობს. საქართველო რუსეთისგან ევროკონვენციის მთელი რიგი მუხლების დარღვევის აღიარებას ითხოვს. საქმე ეხება საქართველოს მიერ 2007 წელს ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას ეხება.