1-ელ თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი ოფისის პრეზენტაცია გაიმართება.
გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე. პრეზენტაციას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე - მოწვეული სტუმრები.