დროა, რომ თავისუფლება ხალხმა გამოიყენოს არა როგორც ფარი, არამედ ბრძოლის იარაღი - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში განაცხადა.
საბა ბუაძის თქმით, პოლიტიკური უწონადობის მდგომარეობა უნდა დასრულდეს.
ყველა ერთიანად ვიმყოფებით ამ პოლიტიკური უწონადობის მდგომარეობაში და ამ ყველაფრის დასრულება არის ჩვენ ხელში, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი წინააღმდეგობის გაგრძელებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება იმიტომ, რომ სხვაგვარად ჩვენ ისტორია არ გვაპატიებს ამ ძალიან მძიმე რეალობას.
სისტემა, როგორც შავი ხვრელი მოითხოვს, თავისუფლების სრულად შთანთქმას და განადგურებას ყველა იმ ადამიანში ვისაც ეს თავისუფლება გააჩნია. ამიტომ, დროა, რომ ჩვენ ეს თავისუფლება გამოვიყენოთ არა როგორც ფარი, არამედ როგორც იარაღი ჩვენი ბრძოლის და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულება ჩვენი გამარჯვებით," - განაცხადა საბა ბუაძემ.
დღეს, სასამართლომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო გუშინ, იმავე მიზეზით, 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ "ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.