აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან მოგზაურობენ, გაფრთხილება გაავრცელა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა გამოიწვია ტრანსპორტის შეფერხებები და საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვა ახლო აღმოსავლეთში. მოსალოდნელია, საზღვარგარეთ აშშ-ის მოქალაქეებისა და ინტერესების წინააღმდეგ დემონსტრაციები“, - ნათქვამია განცახდებაში.
როგორც მედია აღნიშნავს, მასში არაფერია ნათქვამი ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმებზე.
გაფრთხილება მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს.