მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 1990 წელს დაბადებული ვასილ ამირაშვილი.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, 2011 წლის 26 იანვარს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიასთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს 1986 წელს დაბადებულ ანდრო პილპილაშვილს და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ცხელკვალზე გატრებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ქ.მცხეთის პოლიციის სამართველოს თანამშრომლებმა, ბრალდებული დააკავეს მკვლელობიდან მეორე დღეს სოფელ მუხრანის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.