მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ მოქალაქეები ირანიდან რაკეტების გაშვების შესახებ გააფრთხილა, ერთი რაკეტა ბეერ-შევაში ჩავარდა.
გამოცემა Times of Israel ისრაელელ ექიმებზე დაყრდნობით იუწყება, რომ წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ისრაელელი სოციალური ქსელის მომხმარებლები აქვეყნებენ ვიდეოებსა და ფოტოებს, სადაც ჩანს კვამლი რაკეტის დაცემის ადგილზე.
რაკეტა საცხოვრებელი კორპუსების მიღმა დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი დაიწვა. დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო, სამხრეთ ისრაელში, ბეერ-შევასა და მიმდებარე ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.
ისრაელის არმიის ცნობით, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. ამ დროისათვის ისრაელში საჰაერო თავდასხმის საფრთხის შესახებ განგაში მოხსნილია.