აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მან ირანზე შეტევის გეგმა დამტკიცა, მაგრამ მოქმედების დაწყების ბრძანება ჯერ არ გაუცია.
“The Wall Street Journal-ს წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით,”, -წერს ტრამპი.
გამოცემამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპს ირანზე დარტყმის გეგმა დამტკიცებული აქვს, თუმცა ჯერ განკარგულება არ გაუცია.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა სამშაბათს საღამოს თავის უფროს მრჩევლებს განუცხადა, რომ მან დაამტკიცა ირანის წინააღმდეგ სამხედრო გეგმები, თუმცა საბოლოო ბრძანების გაცემაზე თავს იკავებს და ელოდება, უარს იტყვის თუ არა თეირანი ბირთვულ პროგრამაზე.
„შეიძლება გავაკეთო ეს, შეიძლება არა. შემდეგი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, შესაძლოა ერთ კვირაზე ნაკლები“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, გადაწყვიტა თუ არა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა.