საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი დღეიდან იწყებს ადვოკატთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ორთვიან სალექციო კურსს, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის განხრით.
თითოეული სამართლის კუთხით, ადვოკატებს თექვსმეტი სალექციო კურსი ჩაუტარდებათ, რომელიც აგებულია თეორიულ და პრაქტიკულ მაგალითებზე. ცენტრშიDდიდი ყურადღება ექცევა საკანონმდებლო ნოვაციებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ტარდება.
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის 2010 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ორ თვიანი სალექციო კურსი გაიარა 205 ადვოკატმა. Mმოკლევადიან სემინარებში მონაწილეობა მიიღო 766 ადვოკატმა. Aმერიკის იურისტთა ასოციაციის(ABA) მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს 1904 ადვოკატს.
სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, იგეგმება მოკლევადიანი და გრძელვადიანი სემინარების ჩატარება საქართველოს მასშტაბით. სალექციო თემატიკა შეირჩევა ადვოკატთა მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.
ადვოკატთა სასწავლი ცენტრი 2006 წლიდან არსებობს, სადაც კვალიფიკაცია ათასზე მეტმა ადვოკატმა აიმაღლა.