ნიუ-იორკში პოლიტიკურ ემიგრაციაში მცხოვრები ცნობილი მოსკოველი პოლიტოლოგი და პოეტი იური ნესტერენკო რუსეთის კონსტრუქციულ ძალებს ჩეკისტური ქვეყნის სრული განადგურებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, ნესტერენკო თავის მიმართვაში წერს:
"რუსეთი - ეს ბოროტებაა. რუსეთი - ეს არის წმინდაწყლის ბოროტება. ასეთი თეზისი ინტუიციურ დონეზე უსიამოვნებას იწვევს იმ ადამიანებშიც კი, რომლებიც უკიდურესად ნეგატიურად არიან განწყობილნი რუსეთის ხელისუფლების მიმართ. ადამიანთა უმრავლესობას შორის პოპულარულია ლოზუნგი - მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვერ ვიტან სახელმწიფოს", _ აცხადებს ნესტერენკო თავის მიმართვაში და იქვე აღნიშნავს, რომ - "თავის მხრივ ხელისუფლება ამ მიდგომას ამართლებს და მის მიერ ასე უკიდურესად საძულველ ხალხს თავს ახვევს თეზისს - ვინც ჩვენს წინააღმდეგაა ის რუსეთის წინააღმდეგაა!
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს თეზისი სინამდვილეში მართლაც სიმართლეს შეესაბამება - ისინი მართლაც არიან რუსეთი, ხალხი კი თუკი ყველაფერს თავის სახელს ვუწოდებთ არის - მონური ბიომასა, რომელიც მათ (ხელისუფლებას) მხარს უჭერს, კვებავს და წარმოშობს აი უკვე რვა ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.
სახელმწიფო რომელსაც ჩვენ ვერ ვიტანთ - და ვერ ვიტანთ სრულიად სამართლიანად - არც მარსიდან ჩამოფრენილა და არც ქვესკნელიდან ამომძვრალა. იგი წარმოიქმნა მთელი მისი ისტორიის მანძილზე და ვლინდება სხვა და სხვა დამახინჯებული ფორმებით - ამ ქვეყნისა და ან ხალხის მიერ. მეტი ამაში უბრალოდ ვერავის დავადანაშაულებთ.
რუსეთის სახელმწიფომ მხოლოდ ერთი რამის მიღწევა შეძლო - მან მსოფლიოს მისცა სიკეთისა და ბოროტების მკაფიო კრიტერიუმი, კერძოდ, თუკი რუსეთი რამეს გულწრფელად უჭერს მხარს და ამართლებს ესე იგი ეს - ბოროტებაა, ხოლო თუკი იგი რამედ ეწინააღმდეგება - ეს სიკეთეა. რუსეთი რჩებოდა და რჩება ბოროტებად ყველა რეჟიმისა და ნებისმიერი მთავრობის დროს.
ბოროტება მის არსშია - ამიტომაცაა მისი ნებისმიერი მცდელობა "გამოასწოროს რამე", "გააუმჯობესოს", "გაათავისუფლოს", "გადაარჩინოს" - ფუჭი. რუსეთი ეს არ არის ის რაც უნდა გადაარჩინო, არამედ რუსეთი არის ის თუ რისგანაც უნდა გადარჩე.
რუსეთი - მსოფლიო მასშტაბის ბოროტებაა. ბოროტება კი უნდა განადგურდეს, შესაბამისად ყველაფერი ის რაც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ - სიკეთეა.
ქვეყანა და ხალხი კი რომელებიც ბოროტების მხარეს არიან მეტს არც არაფერს არ იმსახურებენ", _ ნათქვამია ნესტერენკოს მიმართვის დასასრულს.