ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული ბოლო სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.
„ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ირანის ბალისტიკური რაკეტების დარტყმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა“, - აღნიშნავს გამოცემა.
მისივე ცნობით, ირანის მიერ ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე ოთხი ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმების შედეგად, 90-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს.
განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კოორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
მაშველები ქალაქ ხაიფაში ნანგრევში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.
ისრაელში პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.