აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო ისრაელის გეგმას ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის შესახებ. ამის შესახებ Reuters ორ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეერთებული შტატები არ არის მზად ირანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე თავდასხმისთვის.
„ირანელებმა ერთი ამერიკელიც მაინც მოკლეს? არა. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენ არც კი განვიხილავთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე თავდასხმების შესაძლებლობას,“ - განაცხადა ტრამპმა.
თუმცა ამის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპმა ისრაელის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო.
"არსებობს უამრავი ყალბი ცნობა იმ საუბრებზე, რომლებიც არასდროს მომხდარა, არ ვაპირებ ამაში ჩავერთო" - თქვა ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ცახი ჰანეგბის თქმით, გავრცელებული ცნობა "უმაღლესი დონის ყალბი ინფორმაციაა".