სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლოების 54,5% ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწიელეობას ემხრობა. კვლევის პრეზენტაცია დღეს 15 ივნისს, გაიმართა.
კითხვაზე, ოპოზიციურა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება:
დიახ - 54,4 %, არა - 22,3% არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2% .
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის თანხმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50 % ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%. რეგიონებში 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
გარდა ამისა, ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს.
„გამოიკვეთა ქვეყნის წინაშე მდგარი 2 პრობლემა: მაღალი ფასები და უმუშევრობა.
რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, გამოკითხულთა უმრავლესობა როგორც საქართველოს მოსახლეობაში (66%), ისე რეგიონებში(60%) და, განსაკუთრებით, თბილისში (81%) მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სუსტია ან ძალიან სუსტია“, - ნათქვამია კვლევაში.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.