ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის რამდენიმე წევრი სახელმწიფო მუშაობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციაზე, რომელიც ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შემდეგ შეიქმნა.
„ეს ძალიან დინამიური და სწრაფად ცვალებადი სიტუაციაა. ჩვენ ვსაუბრობთ ისრაელის მხრიდან ცალმხრივ ქმედებაზე. ნატო-ს ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისთვის, მნიშვნელოვანია კონფლიქტის დეესკალაციაზე მუშაობა. ვიცი, რომ ისინი ამაზე მუშაობენ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ ნატო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში არ მონაწილეობს.