რუსეთში ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ მისი ელჩი, ლინ ტრეისი, თანამდებობას მალე დატოვებს.
რუსეთში აშშ-ის საელჩომ არ დააკონკრეტა, თუ ზუსტად როდის დატოვებს ტრეისი თანამდებობას, თუმცა მისი გამოსამშვიდობებელი მიმართვა პარასკევს, 13 ივნისს საღამოსთვის დააანონსა.
ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვში მუშაობა 2023 წლის იანვარში დაიწყო. მისი საქმიანობა დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრას და აშშ-რუსეთის ურთიერთობების ჩამოშლას.
ტრეისი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის და ყოფილი საზღვაო ქვეით პოლ უილანის, გათავისუფლების მცდელობებში.
ტრეისის წინამორბედი ამ თანამდებობაზე, ჯონ სალივანი, ელჩის თანამდებობას ორი წლისა და შვიდი თვის განმავლობაში, 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის სექტემბრამდე იკავებდა.