სერიოზულად ვართ შეშფოთებული თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას - “ევროპის სახალხო პარტია”
ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით,- ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოთქვამს, „ასევე ბავშვების უსაფრთხოებაზე განხორციელებული მუქარებით“.
„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას”, - წერია განცხადებაში.