დასავლეთ ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 240-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ამოდის აეროპორტიდან ცაში სქელი შავი კვამლი.
გავრცელებული ინფორმაციით, აჰმადაბადიდან ლონდონში მიმავალი Air India-ს რეისი აჰმადაბადში, სარდარ ვალაბჰაი პატელის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
გუჯარათის პოლიციის ცნობით, თვითმფრინავში 242 ადამიანი იმყოფებოდა.