ჩვენ გვიხარია, რომ ისევ განახლდა დემოკრატიული ძალების გაერთიანებაზე საუბარი. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დისკუსიისთვის მზად არის.
„ძალიან კარგია, ხაზარაძის გუშინდელი განცხადებიდან ჩანდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა არის მთავარი. ასევე, დაბრუნდა ერთობის თემა. დაველოდები, თუ რა იგულისხმება ამ ერთობაში. ჩვენი პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით არის ცხადი, მკაფიო და ურყევი, რომ ეს არ არის არჩევნები. რუსულ სპეცოპერაციაში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არ უნდა მიიღოს არავინ მონაწილეობა. ამ თემაზე საუბარი უნდა დაიხუროს რაც შეიძლება მალე და შეწყდეს ბოიკოტის სასარგებლოდ“,- განაცხადა წითლიძემ.