ახლა საჭიროა შესრულდეს საზოგადოების დაკვეთა. ვფიქრობთ, რომ “წინააღმდეგობის პლატფორმა” არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთობა აღდგეს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე ვისაუბრეთ, არამედ ყველაფერზე. არჩევნები არის ერთ-ერთი თემა. ყველაფერზე უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. მთავარი არის ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ უნდა აღვადგინოთ “წინააღმდეგობის პლატფორმა”. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს. ნებისმიერი საკითხი ერთობლივად გადაწყდება.
ერთობა არ ნიშნავს იმას, როდესაც ერთი მხარე მეორეს უყენებს პირობებს, არამედ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. “წინააღმდეგობის პლატფორმა” შეიძლება იყოს ამ მნიშვნელოვანი ერთობის აღმდგენელი. ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან”,- განაცხადა ჯაფარიძემ.