პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს პოლონეთის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.
ტუსკმა მისი მთავრობისადმი ნდობის შესახებ კენჭისყრა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც მისი პარტიის, სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა და ვარშავის მერმა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელ კანდიდატთან, კაროლ ნავროცკისთან წააგო. გამარჯვება კი კაროლ ნავროცკიმ მოიპოვა, რომელსაც ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს მხარს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ახალ რეალობაშია და მას ახალი დასაწყისი სჭირდება.