სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან დაკითხვის შემდეგ, ამ ეტაპზე გაათავისუფლეს, თუმცა ფორმალური და ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალები ჯერ მათთვის ცნობილი არაა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით, შემდეგი სამართლებრივი პროცედურებისა და დეტალების დაზუსტებას ქათამაძის იურისტები ცდილობენ და შემდეგ მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას.
ცნობისთვის, ბათუმში, აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე დღეს თურქეთში გადაიყვანეს.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქათამაძის საქართველოდან იძულების წესით გაძევება ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა, რადგან გაფარ ილმაზმა (ქათამაძემ) არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით.