სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ოთხშაბათს, 11 ივნისს, ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სერბეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდობით ავრცელებს.
ეს ვუჩიჩის პირველი ვიზიტია უკრაინაში, სადაც ის უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სერბული მედიის ცნობით, სამიტი ოდესაში გაიმართება.
ვუჩიჩის აღნიშნული ვიზიტი, არ გახმაურებულა და სერბეთის საზოგადოებამ ამის შესახებ მხოლოდ პრეზიდენტის წასვლის შემდეგ შეიტყო.