გევინ ნიუსომს არაფერი გაუკეთებია, როდესაც ლოს ანჯელესში რამდენიმე დღის განმავლობაში ძალადობრივი არეულობები იყო, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლევიტი X-ში წერს .
მან კალიფორნიის გუბერნატორი უმოქმედობაში დაადანაშაულა.
„გევინ ნიუსომმა არაფერი გააკეთა, როდესაც ლოს ანჯელესში რამდენიმე დღის განმავლობაში ძალადობრივი არეულობები იყო .
ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს თავს დაესხნენ ძალადობრივი რადიკალები და არალეგალი დამნაშავეები, რომლებიც უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებდნენ, რადგან გუბერნატორი ნიუსომი მეტად სუსტია იმისათვის, რომ ქალაქის დაიცვას. ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსმა კი განაცხადა, რომ არეულობა კონტროლიდან გამოდიოდა.
პრეზიდენტი ტრამპი ჩაერია კანონისა და წესრიგის შესანარჩუნებლად და ფედერალური შენობების დასაცავად“, - წერს ლევიტი.
შეგახსენებთ, კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს.
ლოს ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოსანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.
კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს. მისი თქმით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.
პოლიციის ცნობით, კვირას საპროტეტსო აქციებზე ლოს ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.