ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ორი კი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა სოფელ ოჟიოში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.