9 ივნისის დილით, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსული MiG-31K-ის გამანადგურებლის აფრენის გამო.
ოკუპანტებმა MIG-31K-ის რაკეტმზიდიდან KH-47 Kinzhal-M-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტები ესროლეს ქალაქ რივნოში არსებულ დუბნოს ავიაბაზას.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, როვნოში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ამასთან, როვნოს ოლქში ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ კოვალის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის სამიზნეების დიდი რაოდენობა გაანადგურეს.
„ადგილზე თავდაცვის ძალებისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. ღამის თავდასხმის შედეგების შესახებ დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - წერს კოვალი.