5 ივნისის ღამეს რუსებმა ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკიზე დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი.
ჩერნიჰივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ ჩაუსის ცნობით, პრილუკიზე დრონებით სულ მცირე 6 დარტყმა განხორციელდა.
მისივე ინფორმაციით, კიდევ დაშავდა 6 ადამიანი.
ადგილზე სამართალდაცველები და სამაშველო სამსახურის წატმომადგენლები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად, საცხოვრებელ სექტორში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ორი საცხოვრებელი შენობა, ორი ავტოფარეხი, ერთი დამხმარე შენობა და ერთი ავტომობილი.