სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში „ლიბერალური პარტიის“ ლიდერმა, ლი ჯე-მიუნგმა გაიმარჯვა.
ბიულეტენების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ ლი ჯე-მიუნგმა ხმათა 48,8% მოიპოვა.
ახალმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და დაჰპირდა, რომ მათ იმედს არ გაუცრუებს.
ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 80%-ს, მიაღწია, რაც დაახლოებით 44,5 მილიონი ამომრჩეველია. ეს 1997 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სამხრეთ კორეაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს. ამის მიზეზი კი პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება გახდა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ეროვნულმა ასამბლეამ საომარი მდგომარეობა რამდენიმე საათში გაუქმა.