ჩემი მოწოდებაა ევროკომისიისაა და უმაღლესი წარმომადგენლისადმი, საქართველოს საკითხზე ევროპულ საბჭოს პერსონალური სანქციები წარუდგინოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენს შეხვედრებზე საერთო განცხადება იყო, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც გვაქვს, არის პერსონალური სანქციები. ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ, არის თავიანთი ბიზნესი და ჩვენი დემოკრატიული ცხოვრებით სარგებლობა, სადაც მათ ჰყავთ შვილები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტებში სწავლობენ. ეს იყო უნივერსალური მოთხოვნა. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, რატომ ვუფრთხით ასე ძალიან ჩვენ მიერ დამტკიცებული ინსტრუმენტების გამოყენებას? ჩვენს სამართლებრივ ინსტრუმენტებში გვაქვს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სანქციები, თუმცა ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია ისინი ქვეყნებში, სადაც ვითარდება ის მოვლენები, როგორიც აქ წარმოადგინეს. შესაბამისად, ჩემი მოწოდება ევროკომისიისადმი და უმაღლესი წარმომადგენლისადმი არის, რომ წარუდგინოს საბჭოს პერსონალური სანქციები. როგორც აღვნიშნე, ეს იყო საერთო გზავნილი, რომელიც ყველასგან მივიღეთ. ეს არ არის შურისძიება ან დაცვა. არსებული მკაფიო შეფასებით, ასევე იმ ადამიანების რეაქციის თაობაზე ინფორმაციით, რომლებიც დასასანქცირებლები არიან, სანქციები იმუშავებს“, – განაცხადა სანჩესმა.