უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 3 ივნისის დილით უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა და ყირიმის ხიდს მესამედ, ამჯერად წყალქვეშ დაარტყა. ოპერაცია რამდენიმე თვე მზადდებოდა.
ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა განაცხადა.
აღინიშნულია, რომ დილის 4:44 საათზე უსაფრთხოების სამსახურმა ხიდის საყრდენების ქვეშ დამონტაჟებული წყალქვეშა ასაფეთქებელი მოწყობილობები გაააქტიურა.
დაზვერვის სამსახურის ცნობით, 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ტევადობის ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვედა დონეზე არსებულ სტრუქტურებს. აფეთქების შედეგად, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.
უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ ოპერაცია სიზუსტით იყო დაგეგმილი და მას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი, პირადად იყო ჩართული მოქმედებების დაგეგმვასა და კოორდინაციაში.
„ღმერთს სამება უყვარს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კი ყოველთვის ასრულებს თავის გეგმებს და არასდროს იმეორებს იგივეს. ჩვენ მანამდე ორჯერ დავარტყით ყირიმის ხიდზე 2022 და 2023 წლებში. ასე რომ, დღეს ჩვენ ეს ტრადიცია წყალქვეშ გავაგრძელეთ. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის არცერთი უკანონო ობიექტის ადგილი არ არის.
ამიტომ, ყირიმის ხიდი სრულიად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მტერი მას ლოჯისტიკურ არტერიად იყენებდა თავისი ჯარების მომარაგებისთვის.
ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება ჩვენს მკაცრ პასუხს მიიღებს,“ - განაცხადა მალიუკმა.