გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 112 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონებით შეუტიეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 60 დრომი ჩამოაგდეს, 16 ლოკალურად დაიკარგა.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული საბრძოლო მოწყობილობის დანაყოფებმა, უპილოტო სისტემებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.