2 ივნისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აირჩია. რუსეთმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. იუწყება Spiegel
ფარული კენჭისყრით, გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს 167-მა ქვეყანამ მისცა ხმა.
კენჭისყრა ფარულად გაერო-ს ერთ-ერთი წევრის დაჟინებული მოთხოვნით ჩატარდა.
დიპლომატიური წრეებიდან მიღებული ინფორმაციით, ფარული კენჭისყრის ინიციატორი რუსეთი იყო.
მოსკოვი არ მალავდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულება ბერბოკის კანდიდატურის მიმართ და მას „აშკარა მიკერძოებაში“ დასდო ბრალი.
საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ბერბოკი მუდმივად აკრიტიკებდა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და კრემლის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას უჭერდა მხარს, რამაც არაერთხელ გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების აღშფოთება.