ეგზიტპოლის მონაცემებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მცირე სხვაობით - 50.3%-ით ლიდერობს, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი - პრემიერ დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმიდან“.
მის ოპონენტ კაროლ ნავროცკის კი, რიმელსაც „კანონი და სამართალი“ უჭერს მხარს, ხმების 49,7% აქვს.
თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, ამ ეგზიტპოლის თანახმად, მათ შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ რომელიმე კანდიდატის გამარჯვების პროგნოზირება რთულია.