უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის სპეცოპერაცია „ობობის ქსელის" შედეგად დღეს რუსეთში განადგურებული ან დაზიანებული თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
უწყებაში აღნიშნულია, რომ დღეს, საერთო ჯამში, რუსეთის სტრატეგიული რაკეტა-მატარებლების 34% დაბომბეს, რომლებიც მათ მთავარ აეროდრომებზე იყო განლაგებული.
უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას სპეცოპერაციის დეტალების შესახებ მოგვიანებით გაავრეცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთ რეგიონში სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული დრონების თავდასხმა დაადასტურა. უწყებამ თავდასხმაში „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა.
აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე. განადგურებულია 41 ბომბდამშენი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3.