პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომლის შედეგებმაც მომდევნო წლების განმავლობაში, შესაძლოა, ქვეყნის პოლიტიკური კურსი განსაზღვროს.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ იმართება, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა – ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, რომელსაც „კანონი და სამართალი“ უჭერს მხარს.
პოლონეთის პრეზიდენტი გახდება მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმების მქონე კანდიდატი.
უახლესი გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატს რაფალ ტრზასკოვსკის და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კაროლ ნავროცკის მეორე ტურში თითქმის თანაბარი შანსები აქვთ.