ძალაუფლება ვიდრე მიტაცებულია და ახალი არჩევნები ჩანიშნული არ არის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
„ჩანს, ამერიკას სურს, რომ საქართველო, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონის მთავარი პარტნიორი, არ იყოს დაკარგული. ამის გამო ის ითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ამერიკის საელჩოსთან შეხვედრის დროსაც, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტთან კომუნიკაციის დროსაც ეს საკითხები დასმულია. ივანიშვილის გუნდი და ივანიშვილი თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამის შემდგომ, შესაძლოა, ვიხილოთ ახალი ფურცელი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. თუმცა ვიდრე ძალაუფლება მიტაცებულია და არ არის ჩანიშნული ახალი, თავისუფალი არჩევნები, მანამდე საუბარი იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება ამერიკასთან ან ევროპასთან ურთიერთობები გაუმჯობესდება, ზედმეტია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.