ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი თებერვლის დასაწყისში ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
"ჰამარბერგი შევედრებს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს. ჯერ-ჯერობით მისი ვიზიტის გეგმა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მისი შეხვედრების თემა უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეები იქნება", _ იუწყება ოსური მედია.