ოსი სეპარატისტები იარაღის სამალავის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იარაღის სამალავი ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა ოკუპანტებმა აღმოაჩინეს.
"ზაურის რაიონის მესაზღვრეთა ნაწილმა კეხვის დასახლებულ პუნქტთან მიტოვებული შენობის სარდაფში იარაღის სამალავი აღმოაჩინა. აღმოჩენილია 400 ზე მეტი ვაზნა, 10 სხვა და სხვა ტიპის ხელყუმბარა და ერთი ნაღმი", _ იუწყება კომიტეტი და იქვე აღმნიშნავს, რომ აღმოჩენილი იარაღი უკვე განადგურებულია. ოსი სეპარატისტები ასევე იუწყებიან, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენპროკურატურა აწარმოებს.