იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მადლობა გადაუხადა ახალ პაპ ლეო XIV-ს უკრაინასა და რუსეთს შორის ვატიკანში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარების მზაობისთვის.
მელონიმ განაცხადა, რომ საჭიროა „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესი, რომელიც სათანადოდ გაითვალისწინებს თავდასხმის ქვეშ მყოფი ერისთვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებს“.
“მინდა, მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობის, პაპ ლეო XIV-ის მიმართ, რომელიც წმინდა საყდრის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ადგილად შეთავაზებით გამოვიდა“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
პაპი ლეო XIV ვატიკანის უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პლატფორმად შეთავაზებით გამოვიდა.